ჩვენს შესახებ
„კასს ლენდი“ არის „კასს გრუპის“ ინოვაციური პროექტი საქართველოში, რომელიც გულისხმობს საერთაშორისო კერძო ინვესტიციით, დაცულ ტერიტორიაზე მრავალფეროვანი ეკოტურისტული სივრცის მოწყობას. ინვესტიცია ჯამში 120 მილიონი ლარზე მეტია და სხვადასხვა ღირსშესანიშნაობას მოიცავს, მათ შორის, 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდს, რომელიც კანიონის თავზეა გადაჭიმული. ხიდის შუაგულში განთავსებულია ბრილიანტის ფორმის კაფე-ბარი, რომელიც მსოფლიოს გინესის რეკორდის კანდიდატია. გარდა ამისა, ტერიტორიაზე მდებარეობს უმაღლესი დონის სასტუმრო კომპლექსი კოტეჯებით (ვილჰაუსები), ასევე ვიზიტორთა ცენტრი, რესტორანი, 1800 მეტრიანი კიდული ბილიკი, რომელიც კასკადურ ჩანჩქერთან უსაფრთხოდ ჩაგიყვანთ. აქვე შეგხვდებათ განსაცვიფრებელი ხედები, საკემპინგე ადგილები და მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურა, რაც საჭიროა დაუვიწყარი შთაბეჭდილებებისთვის. პროექტის სიამაყეა 240 მეტრის სიგრძის უნიკალური „ბრილიანტის ხიდი“, რომელიც 240 მეტრის სიმაღლეზე შთამბეჭდავად არის გადაჭიმული წალკის კანიონზე. ხიდი ჰარმონიულად ერწყმის გარემოს და 360 გრადუსიანი პანორამულ ხედებს გთავაზობთ. ეს უნიკალური კონსტრუქცია აკმაყოფილებს უსაფრთხოების უმაღლესი დონის სტანდარტებს. „კასს ლენდი“ არის საქართველოს აუცილებლად სანახავი ადგილი, სადაც შემეცნებით დასვენებასთან ერთად შეგიძლიათ უამრავი ახალი გამოცდილებითა და შეგრძნებით გაამდიდროთ თქვენი მოგზაურობა.