როგორ ხდება თქვენი პერსონალური ინფორმაციის დამუშავება და გამოყენება kassland.com-ს მიერ
როგორ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას
წინამდებარე შეტყობინება ეხება პერსონალურ მონაცემებზე არასანქცირებულ წვდომასთან დაკავშირებით kassland.com -ს არსებულ დაცვის მექანიზმებს, რომელთა საშუალებითაც kassland.com უზრუნველყოფს თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვას. ეს უკანასკნელი მოიცავს ინფორმაციას, რომელსაც kassland.com მოიპოვებს თქვენთვის მომსახურების გაწევის პერიოდში, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შემდგომში ასევე გამოიყენება პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის. შეტყობინების მიზანია, მოგაწოდოთ ინფორმაცია პერსონალური ინფორმაციის დამუშავებისას ჩვენი მუშაობის პრინციპებისა და თქვენი სამართლებრივი დაცვის მექანიზმებთან დაკავშირებით.
პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვის დაპირება
ჩვენ, kassland.com – ს გუნდი, გპირდებით, რომ:
როგორ გიცავთ კანონი
პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვის დაპირების მსგავსად, აღნიშნულ მონაცემებს იცავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონი.
კანონმდებლობის თანახმად, თქვენ უფლება გაქვთ, მოგვთხოვოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების თაობაზე. თქვენ გაქვთ უფლება მიიღოთ შემდეგი ინფორმაცია:
თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ ჩვენ მიერ დამუშავებული ინფორმაციის ასლი.
კანონმდებლობის შესაბამისად თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი პირადი მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ. ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რამაც შესაძლოა ხელი შეგვიშალოს დაუყოვნებლივ წავშალოთ თქვენი პირადი მონაცემები. ასეთი ვალდებულებები შესაძლოა გამომდინარეობდეს საგადასახადო კანონმდებლობის, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და სხვა რელევანტური კანონმდებლობიდან.
აღნიშნული ინფორმაციის თქვენთვის მოწოდების ვალდებულება kassland.com -ს წარმოეშვება თქვენი მოთხოვნის შემთხვევაში. პერსონალური მონაცემების გამოყენების უფლება გვაქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ამისათვის კონკრეტული სახელშეკრულებო ან/და კანონისმიერი საფუძველი გაგვაჩნია.
kassland.com -ს აქვს თქვენი ინფორმაციის გამოყენების კანონიერი საფუძველი, რაც გულისხმობს ბიზნესთან დაკავშირებული ან/და კომერციული მიზნის არსებობას. მნიშვნელოვანია, რომ მოცემულ შემთხვევაშიც, kassland.com -ს მიერ ინფორმაციის დამუშავება არ არის მიმართული თქვენი ინტერესების შელახვისაკენ.
შეგროვებული ინფორმაციის სახეობა და მისი გამოყენება
ჩვენ ვაგროვებთ ორი სახის ინფორმაციას ჩვენი მომხმარებლების შესახებ: პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია („პერსონალური ინფორმაცია“) და არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია.
პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია.
პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია არის ინფორმაცია, რომლის მეშვეობითაც ხდება კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიკაცია. თქვენ მიერ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით აქტივობაში ჩართვისას, ჩვენ შეიძლება გთხოვოთ თქვენს შესახებ გარკვეული ინფორმაციის წარმოდგენა. ასეთ აქტივობებს მიეკუთვნება:
საიდენტიფიკაციო აქტივობაში ჩართვა თქვენთვის სავალდებულო არ არის. თუმცა, თუ თქვენ გადაწყვეტთ საიდენტიფიკაციო აქტივობაში ჩართვას, ჩვენ შეიძლება გთხოვოთ თქვენ შესახებ გარკვეული პირადი ინფორმაციის წარმოდგენა, როგორიცაა თქვენი სახელი და გვარი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, სქესი და დაბადების თარიღი, ასევე სხვა დამატებითი ინფორმაცია თქვენ შესახებ, რომლის შევსებაც ნებაყოფლობითია. როდესაც თქვენ უკვეთავთ პროდუქტებს ან მომსახურებას, ჩვენ შეიძლება ასევე გთხოვოთ, წარმოადგინოთ თქვენი საკრედიტო ბარათის ნომერი, ვადის გასვლის თარიღი, აუთენტურობის კოდი ან სხვა ინფორმაცია. ეს უკანასკნელი არ ინახება ჩვენს ვებ-გვერდზე, რადგან გადახდა ხდება ჩვენი პარტნიორი ბანკის უსაფრთხოების სერვერზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ ხელი არ მიგვიწვდება თქვენი საკრედიტო ბარათის ინფორმაციაზე. იმის მიხედვით, თუ რა სახის აქტივობაში ჩაერთვებით, ზოგიერთი ინფორმაციის წარმოდგენა იქნება სავალდებულო, ზოგიერთისა კი – ნებაყოფლობითი. თუ თქვენ არ წარადგენთ კონკრეტული აქტივობისთვის სავალდებულო ინფორმაციას, თქვენ ვერ ჩაერთვებით ამ აქტივობაში.
არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია.
არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია არის ინფორმაცია, რომელიც არ ახდენს კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიკაციას. ამ სახის ინფორმაცია შეიძლება მოიცავდეს ისეთ გარემოებებს, როგორიცაა “Uniform Resource Locator” „URL“ იმ ვებ-გვერდისა, რომელზეც თქვენ შეხვედით იქამდე სანამ ჩვენს ვებ-გვერდზე შეხვიდოდით, „URL“ იმ ვებ-გვერდისა, რომელზეც თქვენ შეხვალთ ჩვენი ვებ-გვერდიდან გამოსვლის შემდეგ, იმ ბრაუზერის სახეობა, რომელსაც თქვენ იყენებთ და თქვენი ინტერნეტ პროტოკოლის „IP“ მისამართი. ჩვენ ან/და ჩვენ მიერ უფლებამოსილ მესამე მხარე მომსახურების პროვაიდერებს და მარეკლამირებელ პირებს შეუძლიათ ავტომატურად მიიღონ ეს ინფორმაცია იმ დროს, როდესაც თქვენ სარგებლობთ ჩვენი ვებ-გვერდით. ეს ხორციელდება ისეთი ელექტრონული მექანიზმების მეშვეობით, როგორიცაა „Cookies“, „Web Beacons“, „Pixel Tags“.
ჩვენს ვებ-გვერდზე ვაგროვებთ ინფორმაციას cookies-ების, მომხმარებლების ვებ-გვერდზე ნავიგაციის და ქცევის შესახებ, კერძოდ:
პერსონალური ინფორმაციის ჯგუფები
ჩვენ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას ვაჯგუფებთ შემდეგნაირად:
პერსონალური ინფორმაციის ტიპები | აღწერილობა |
სახელშეკრულებო | დეტალური ინფორმაცია ჩვენ მიერ თქვენთვის მიწოდებული პროდუქტებისა და გაწეული მომსახურების შესახებ |
ლოკაციური | მონაცემები თქვენს ადგილსამყოფელთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა kassland.com -მ მოიპოვოს თქვენი მობილური ტელეფონის დახმარებით, კომპიუტერის ინტერნეტში ჩართვის მისამართიდან, ან იმ ობიექტის ადგილმდეგარეობიდან, სადაც ახორციელებთ ოპერაციებს |
ქცევითი | დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ იყენებთ ჩვენს პროდუქტებს და მომსახურებას |
ტექნიკური | ინფორმაცია თქვენ მიერ გამოყენებული მოწყობილობებისა და ტექნოლოგიის შესახებ |
საკომუნიკაციო | ინფორმაცია, რომელსაც kassland.com მოიპოვებს თქვენს შესახებ წერილებიდან, ელექტრონული წერილებიდან კლიენტსა და kassland.com -ს შორის განხორციელებული სხვა ნებისმიერი საკომუნიკაციო საშუალებით. |
რისთვის ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას:
ჩვენი მიზანი:
რა წყაროებიდან მოვიპოვებთ პერსონალურ ინფორმაციას
თქვენს შესახებ პერსონალური ინფორმაციის მოპოვება შეგვიძლია kassland.com -ს თქვენ მიერ მოწოდებული და ქვემოთ ჩამოთვლილი წყაროებიდან.
თქვენგან მონაცემებს ვიღებთ შემდეგ შემთხვევებში:
ჩვენი სამართლებრივი საფუძველი:
„მზა ჩანაწერები“ (Cookies)
ჩვენ ვიყენებთ Cookies-ს და ვაკვირდებით ჩვენს ვებ-გვერდზე მომხამრებლების ქცევას რათა დავრწმუნდეთ, რომ გთავაზობთ საუკეთესო გამოცდილებას ჩვენს ვებ-გვერდზე ყოფნისას და შევძლოთ მუდმივად გავაუმჯობესოთ მომსახურების ხარისხი.
ჩვენს ვებ-გვერდზე ვაგროვებთ ინფორმაციას cookies-ების, მომხმარებლების ვებ-გვერდზე ნავიგაციის და ქცევის შესახებ, კერძოდ:
მოგროვებულ ინფორმაციას ვიყენებთ:
ვებ-გვერდის გამოყენების დაწყებამდე, თქვენ გაქვთ საშუალება დაეთანხმოთ cookies და მომხმარებელთა ქცევაზე დაკვირვების შესახებ შეტყობინებას „თანხმობა“ ღილაკზე დაჭერით. იმ შემთხვევაში თუ არ დაეთანმხებით „Cookie პოლიტიკა“-ს, თუმცა გააგრძელებთ ვებ-გვერდის გამოყენებას, აღნიშნული ქმედება მაინც ჩაითვლება თქვენს თანხმობად ზემოდ აღნიშნულ ქმედებაზე
ჩვენ არ ვიყენებთ cookie ფაილებს და მომხმარებლის ქცევაზე დაკვირვების შედეგად მიღებულ მონაცემებს პირადი ინფორმაციის შეგროვების მიზნით. თუ გსურთ შეზღუდოთ cookie ფაილები ან დაბლოკოთ ისინი ჩვენს ვებ-გვერდზე, ამის განხორციელება შეგიძლიათ თქვენი ბრაუზერის პარამეტრების შეცვლით. ამასთან, გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ ჩვენს მიერ შემოთავაზებული ზოგიერთი სერვისი არ იფუნქციონირებს თუ დაბლოკავთ ან წაშლით cookie-სფაილებს.
ვის ვუზიარებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს
თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება შეიძლება დაგვჭირდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, ასევე სხვა ორგანიზაციებთან, რომლებმაც თქვენს მიერ შერჩეული პროდუქტი თუ მომსახურება უნდა მოგაწოდონ ან შემოგთავაზონ გარკვეული მომსახურების გაწევა, იმ პირობით, რომ:
ჩვენ უფლებას ვიტოვებთ, კანონით მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებში სამართალდამცავ ორგანოებს მივცეთ წვდომა თქვენს პირად მონაცემებზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესრულების, მათ შორის დანაშაულის დადგენის, გამოძიების და აღკვეთის მიზნით.
თუ არ ისურვებთ პირადი ინფორმაციის გაცემას, შესაძლოა, შეფერხდეს ან შეუძლებელი გახდეს ჩვენ მიერ თქვენს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, მათ შორის ანგარიშის გამოყენება ან შესაბამისი მომსახურებების მიღება.
თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება შესაძლებელია მოხდეს კომპანიის რეორგანიზაციის ან/და შერწყმის შედეგად. ამ შემთხვევაში ჩვენი სამართალმემკვიდრე მოიპოვებს ჩვენს ხელთ არსებულ სრულ ინფორმაციას, მათ შორის თქვენს პირად საიდენტიფიკაციო ინფორმაციას. მიუხედავად ამისა, თქვენს პირად საიდენტიფიკაციო ინფორმაციაზე ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გავრცელდება წინამდებარე ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა.
ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, გავცეთ თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია იმ შემთხვევებში, როდესაც ამას მოითხოვს კანონმდებლობა და როდესაც ჩვენ ჩავთვლით აუცილებლად ჩვენი უფლებების დასაცავად და/ან ვებ-გვერდის მიმართ ნებისმიერი სასამართლო პროცესის, სასამართლო გადაწყვეტილების/დადგენილების ან სხვა სახის სამართლებრივი პროცესის უზრუნველყოფის მიზნით. ჩვენ ასევე ვიტოვებთ უფლებას, გავცეთ თქვენი ინფორმაცია შემდეგი მიზნებისათვის: წინამდებარე პოლიტიკის დაცვა და განხორციელება; ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობის წესებისა და პირობების ან სხვა ხელშეკრულების დაცვა და განხორციელება; ვებ-გვერდის, მისი მომხმარებლების ან სხვათა უფლებების, საკუთრების ან უსაფრთხოების დაცვა.
ინფორმაციის უსაფრთხოება
ჩვენ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვეკიდებით უსაფრთხოების საკითხს და ვატარებთ არაერთ ზომას პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაციის დასაცავად. თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ჩვენს ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომია მხოლოდ თქვენი პაროლისა და ელექტრონული ფოსტის მისამართის მითითების შემთხვევაში. ეს პაროლი დაშიფრულია. ჩვენ გირჩევთ, რომ არავის გაანდოთ თქვენი პაროლი. გარდა ამისა, თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ინახება დაცულ სერვერზე, რომელზეც მხოლოდ შესაბამის პერსონალსა და კონტრაქტორებს მიუწვდებათ ხელი. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ, ჩვენს საიტზე თქვენს მიერ შერჩეული პროდუქტის ყიდვის დროს შეგყავთ თქვენი პირადი საკრედიტო ბარათის მონაცემები, ჩვენთვის თქვენი საკრედიტო ბარათთან დაკავშირებული ინფორმაცია ხელმიუწვდომელია და აღნიშნული მონაცემების შენახვა ჩვენს მიერ არ ხდება. თქვენი საკრედიტო ბარათი ჩვენი პარტნიორი ბანკის კონტროლის სფეროს განეკუთვნება.