წესები და პირობები
შესავალი
წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს თქვენსა და შპს „კასს ლანდ“ – kassland.com (შემდგომში „კომპანია“ ან kassland.com ) შორის დადებულ სავალდებულო ძალის მქონე შეთანხმებას და არეგულირებს თქვენ მიერ kassland.com ვებ-გვერდის გამოყენებას. kassland.com -ს ვებ-გვერდი ან/და მასთან დაკავშირებული მომსახურებები, მათ შორის კომპანიის მიერ მერჩანტებისა და კლიენტების მისამართით განხორციელებული ნებისმიერი სახის კომუნიკაცია შემოთავაზებულ მომსახურებებთან დაკავშირებით, შემდგომში ერთობლივად წოდებულია, როგორც kassland.com -ს პლატფორმა.
პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც კომპანია თქვენგან ან მესამე პირებისგან მოიპოვებს მუშავდება წინამდებარე წესებში განსაზღვრული კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად.
kassland.com -ს გამოყენების წესებსა და პირობებზე თანხმობით, თქვენ ასევე ეთანხმებით kassland.com -ს კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
kassland.com -ს გამოყენების წესებსა და პირობებზე თანხმობით, თქვენ ასევე ეთანხმებით kassland.com -ს ნივთის დაბრუნების/შეცვლის პოლიტიკას.
ვინაიდან კლიენტსა და მერჩანტს აქვთ სურვილი, გახსნან kassland.com -ს მიერ ოპერირებად პლატფორმაზე პირადი ანგარიში რათა, შესაბამისად, კლიენტმა პლატფორმის მეშვეობით შეიძინოს, ხოლო მერჩანტმა მოახდინოს საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია, კომპანია, კლიენტი და მერჩანტი თანხმდებიან, დადონ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოხდება კლიენტისა და მერჩანტის მიერ ანგარიშის გახსნა, გამოყენება, kassland.com -ს მიერ მის პლატფორმაზე განთავსებული პროდუქციის გაყიდვა და კლიენტისთვის მიწოდება, კლიენტის მიერ საფასურის გადახდა, მერჩანტის ანაზღაურება, პლატფორმის საშუალებით განხორციელებული გაყიდვებიდან საკომისიოს დაანგარიშება და ანაზღაურების წესი, ასევე ანგარიშის დახურვა.
გთხოვთ, ვებ-გვერდის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე გამოყენების წესებს.
ყველა კლიენტი და მერჩანტი, რომელსაც სურს kassland.com -ს პლატფორმით სარგებლობა, ვალდებულია დაეთანხმოს და დაიცვას ქვემოთ მოყვანილი წესები და პირობები. kassland.com -ის ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს, ნებისმიერ დროს ცალმხრივად, ამავე ვებ-გვერდზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები ამ პირობებში კლიენტისა და მერჩანტის შემდგომი დამატებითი თანხმობის გარეშე.
1 . ტერმინთა განმარტება:
1.1. წინამდებარე პირობებში გამოყენებულ ტერმინებს და განმარტებებს აქვთ ქვემოთ განსაზღვრული მნიშვნელობა, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ დოკუმენტის კონტექსტიდან აშკარად სხვა რამ არ გამომდინარეობს:
1.1.1. ანგარიში – ნიშნავს კლიენტის ან მერჩანტის მიერ ვებ-გვერდზე რეგისტრირებულ ანგარიშს;
1.1.2. ავტორიზაცია – ნიშნავს მომხმარებლის მიერ პირად ანგარიშზე წვდომას და მოიცავს წინამდებარე წესების და პირობების მე-6 მუხლით განსაზღვრულ ნებისმიერ ქმედებას;
1.1.3. გამოყენების წესები – ნიშნავს წინამდებარე წესებს, ნებისმიერ სხვა წესთან ან/და პირობასთან ერთად, რომელსაც ეს გამოყენების წესები შესაბამისი მითითებით მიიჩნევენ ამ წესების ნაწილად და რომლებიც არეგულირებენ კლიენტისა და მერჩანტის მიერ პლატფორმაზე წვდომისა და მისი გამოყენების საკითხებს, მათ შორის, დაკავშირებულს ნებისმიერ შინაარსთან, ფუნქციასთან და მომსახურებასთან, რომელიც შეთავაზებულია ვებ-გვერდზე;
1.1.4. ვებ-გვერდი – ნიშნავს kassland.com -ს, რომლის მეშვეობითაც ხდება მომსახურების შეთავაზება;
1.1.5. კლიენტი – იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს წინამდებარე პირობებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და სურს kassland.com -ს პლატფორმის საშუალებით შეიძინოს მერჩანტის პროდუქცია;
1.1.6. მერჩანტი – იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს წინამდებარე პირობებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და სურს პლატფორმის საშუალებით მოახდინოს პროდუქციის რეალიზაცია;
1.1.7. კომპანია, ჩვენ ან ჩვენი – ნიშნავს kassland.com m -ს, რომელიც რეგისტრირებულია და არსებობს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საიდენტიფიკაციო კოდი: 404568605, რეგისტრირებული მისამართი: ქ. თბილისი, მთაწმინდის რაიონი, ანატოლი სობჩაკის ქუჩა, #3 თაბუკაშვილის ქ #5
1.1.8. მომხმარებელი, მომხმარებლები – ნიშნავს kassland.com პლატფორმაზე რეგისტრირებულ კლიენტს ან/და მერჩანტს შესაბამისად, ცალ-ცალკე და ერთად;
1.1.9. მხარეები – ნიშნავს კომპანიას და მის მომხმარებლებს;
1.1.10. kassland.com პლატფორმა – kassland.com -ს მიერ ოპერირებადი პლატფორმა, რომელიც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს kassland.com -ს ვებ-გვერდს, ან/და kassland.com -სთვის ხელმისაწვდომ ყველა სხვა ალტერნატიულ არხს;
1.1.11. ოპერაცია – მომხმარებლის მიერ პირად ანგარიშთან ან/და მომსახურებებთან დაკავშირებით განხორციელებული ნებისმიერი ოპერაცია.
1.1.12. უნივერსალური იდენტიფიკატორები – kassland.com -ს მიერ მომხმარებლისათვის მიწოდებული მონაცემების ერთობლიობა, რომელთა გამოყენებითაც იგი რეგისტრირდება იდენტიფიკაციის სისტემაში და შესაძლებლობა ეძლევა ისარგებლოს kassland.com -ს რიგი დისტანციური მომსახურებებით ან/და დისტანციური მომსახურების არხებით;
1.1.13. წვდომის კოდ(ებ)ი – კოდები, პაროლები, მომხმარებლის სახელი, საიდენტიფიკაციო კოდი, უნივერსალური იდენტიფიკატორები და/ან სხვა სახის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც kassland.com -მ შესაძლოა მიაწოდოს კლიენტს ან/და მერჩანტს სხვადასხვა მომსახურებასთან წვდომისათვის;
1.1.14. ხელშეკრულება – მომხმარებლებსა და kassland.com -ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს წინამდებარე წესებსა და პირობებს და მის დანართებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
1.2. სადაც კონტექსტი ამის საშუალებას იძლევა, მხოლობითი რიცხვის აღმნიშვნელი სიტყვები ნიშნავს მრავლობითს და პირიქით.
2.წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ:
2.1. მერჩანტი არის დამოუკიდებელი კონტრაქტორი და არ წარმოადგენს კომპანიის დასაქმებულს, პარტნიორს ან/და აგენტს. კომპანია არ არის პასუხისმგებელი მერჩანტის მიერ პლატფორმაზე სარეალიზაციოდ განთავსებული პროდუქციის ხარისხსა და მისი მახასიათებლების ფაქტობრივ შესაბამისობაზე kassland.com -ს ვებ-გვერდზე (kassland.com) მითითებულ აღწერილობასთან.
2.2. კომპანია თავისუფლდება ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან, რომელიც შეიძლება მოჰყვეს მერჩანტის მიერ განთავსებული პროდუქციის რეალიზაციას, მათ შორის, ხელშეკრულებისა და გარანტიის პირობების დარღვევას, მოქმედ კანონმდებლობასა და რეგულაციებთან შეუსაბამობას და ა.შ.
2.3. არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული იურიდიული პირი ან ფიზიკური პირი 18 ან მეტი წლის და ამავდროულად არ არის ევროკავშირის მოქალაქე ან ევროკავშირის წევრი ქვეყნის რეზიდენტი პირი.
2.4. გააჩნია სრული (შეუზღუდავი) ქმედუნარიანობა, არ იმყოფება ნარკოტიკული, ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ, არ იმყოფება შეცდომის, თაღლითობის, ზეწოლის, მუქარისა ან ნებისმიერი მართლსაწინააღმდეგო ზემოქმედების ქვეშ და არ წარმოადგენს ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შეცდომაში შეყვანისა თუ სხვა აკრძალული მოქმედების ობიექტს kassland.com -ს ან ნებისმიერი მესამე პირის მხრიდან, სრულად აცნობიერებს საკუთარი ნების გამოვლენის შინაარსს, პირობების დებულებათა არსს და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს;
2.5. მომხმარებელს აქვს სრული უფლებამოსილება (ან მიიღებს შესაბამის უფლებამოსილებას) იმისათვის, რომ ხელი მოაწეროს და შეასრულოს ამ პირობებით ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულებებითა და განაცხადებით გათვალისწინებული ვალდებულებები;
2.6. გაეცნო პირობებს და ეს პირობები არის მისთვის მისაღები;
2.7. მის მიერ წარმოდგენილი ყველა მონაცემი არის ზუსტი;
2.8. მომხმარებელი არ არის ჩაბმული ან არ მონაწილეობს არცერთი იურისდიქციის კანონმდებლობით (რაც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობას და იმ ქვეყნის კანონმდებლობას, რომლის მოქალაქეც არის მომხმარებელი) გათვალისწინებულ რაიმე სახის უკანონო საქმიანობაში (მათ შორის, ფულის გათეთრებაში, იარაღით ვაჭრობაში, ტერორიზმსა ან სხვა სახის უკანონო საქმიანობაში);
2.9. პირადი ანგარიშის გახსნისას და ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდისათვის მისი საქმიანობა ან/და ქმედება შესაბამისობაში არის/იქნება ადგილობრივ ან/და საერთაშორისო კანონმდებლობასთან.
2.10. მისი ქმედება არ არის/იქნება მიმართული kassland.com -ს ან/და ნებისმიერი მესამე პირის/მხარის მოტყუებისაკენ. აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით ხელშეკრულების დასადებად ან მის საფუძველზე და შესასრულებლად, მის მიერ kassland.com – სთვის წარდგენილი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია მისი წარმოდგენის მომენტისათვის ასევე არის/იქნება უტყუარი, ზუსტი და სრული;
2.11. იგი კეთილსინდისიერად, სრულად და ჯეროვნად შეასრულებს პირობებით ნაკისრ ვალდებულებებს;
2.12. თანახმაა, პირადი ანგარიშის გახსნის შემდგომ, ხელშეკრულების შეწყვეტამდე, kassland.com – მ მოიძიოს/გადაამოწმოს და დაამუშავოს მომხმარებლის მიერ მითითებული ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი, მათ შორის პერსონალური ინფორმაცია ან/და უნივერსალური იდენტიფიკატორები.
2.13. მომხმარებელი დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს kassland.com -ს ყველა იმ გარემოებ(ებ)ის შესახებ, რომელიც შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს მის აღნიშნულ განცხადებებთან ან/და გამოიწვიოს აღნიშნული გარანტიების დარღვევა;
2.14. kassland.com ხელშეკრულებას დებს ამ პირობებში მოცემულ განცხადებებსა, გარანტიებსა და ვალდებულებებზე დაყრდნობით და თვლის მათ ხელშეკრულების პირობებად. შესაბამისად, ხელშეკრულების დადების შემდეგ წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული განცხადებების, გარანტიებისა და ვალდებულებების დარღვევა საკმარისი საფუძველია kassland.com -ს მიერ ხელშეკრულებით და პირობებით გათვალისწინებული ყველა ან ნებისმიერი მომსახურების გაწევაზე ცალმხრივი უარის სათქმელად.
2.15. კლიენტსა და მერჩანტს შორის პლატფორმის საშუალებით შეთანხმების მიღწევისას იდება ხელშეკრულება (შემდგომში „ნასყიდობის ხელშეკრულება“), რომლის პირობები დამატებით მოიცავს წინამდებარე წესებსა და პირობებს. კომპანია არ არის ნასყიდობის ხელშეკრულების მხარე. იგი მხოლოდ მხარდამჭერია კლიენტსა და მერჩანტს შორის პლატფორმის საშუალებით შეთანხმების მიღწევისა და მისი აღსრულების პროცესში, რაც გამორიცხავს მის პასუხისმგებლობას მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების დარღვევისას. შესაბამისად, კომპანია არ არის პასუხისმგებელი:
2.15.1. მერჩანტის პროდუქციის ხარისხსა და პლატფორმაზე განთავსებულ მონაცემებთან მისი მახასიათებლების შესაბამისობაზე;
2.15.2. კლიენტისა და მერჩანტის მიერ კომპანიისთვის მიწოდებული პირადი მონაცემების სიზუსტეზე;
2.15.3. კლიენტსა და მერჩანტს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ჯეროვან შესრულებაზე;
2.15.4. ნებართვის/ლიცენზიის/სერთიფიკატის არსებობაზე, თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებული კონკრეტული პროდუქციის რეალიზაციისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია მისი არსებობა;
2.15.5. მერჩანტის ან/და კლიენტის მიერ მესამე პირებისთვის მიყენებულ ზიანზე.
2.16. კლიენტსა და მერჩანტს შორის რაიმე სახის გაუგებრობის/პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, კომპანია სრულად თავისუფლდება ნებისმიერი მოთხოვნისაგან, რომელიც მხარეებს შესაძლოა ერთმანეთის მიმართ წარმოეშვათ.
2.17 კლიენტი და მერჩანტი აცნობიერებენ და ადასტურებენ, რომ:
2.17.1 ვებ-გვერდის დიზაინზე, პროგრამული უზრუნველყოფის ნაკრებზე, ძირითად პროგრამულ კოდზე, პროგრამული უზრუნველყოფასა და სხვა მასალაზე ვრცელდება საავტორო და სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლებები და შესაბამისად, ექვემდებარება დაცვას;
2.17.2 არ გამოიყენებენ რაიმე პროგრამუი უზრუნველყოფას, რომელიც აღჭურვილია ხელოვნური ინტელექტით მომსახურების გამოყენებასთან მიმართებაში;
2.17.3 კომპანიის ვებ-გვერდის მომსახურება გარკვეულ შემთხვევებში მოიცავს მომხმარებლის დაკავშირებას მესამე მხარეებთან, რომლებსაც შეუძლიათ საკუთარი პროდუქტის ან მომსახურების შემოთავაზება. კომპანია არ იღებს არანაირ ვალდებულებას ან პასუხისმგებლობას ნამდვილობაზე ან გაყიდვისუნარიანობაზე ან სხვა იურიდიული ან საკუთრების სტატუსის ნამდვილობაზე, ან პროდუქციის ან მომსახურების რაიმე მახასიათებლებზე, რომელიც შემოთავაზებულია თქვენთვის. იქ, სადაც გთავაზობთ მესამე მხარის პროდუქციასა და მომსახურებაზე წვდომას, ან ჰიპერბმულებს ვებგვერდებზე, ამას ვაკეთებთ ინფორმაციის მიწოდების მიზნით, იმის გათვალისწინებით, რომ მსგავსი ინფორმაცია ან საკითხები შეიძლება გამოსადეგი იყოს ჩვენი ვებ-გვერდის მომხმარებელთათვის. ასეთი ბმულები არ წარმოადგენს მესამე მხარის მიერ ამ ვებ-გვერდზე განთავსებული მოსაზრებების, იდეების, პროდუქტების, ინფორმაციის ან სერვისების დადასტურებას ან პასუხისმგებლობას, ან რაიმე სხვა ვებ-გვერდებზე, რომლებიც დაკავშირებულია და ჩვენ პირდაპირ/აშკარად ვაცხადებთ ასეთი მოწონების ან წარმომადგენლობის შესახებ. თქვენ იყენებთ მესამე მხარის ინფორმაციას ან /და ბმულს თქვენი რისკით და ჩვენ არ ვიღებთ (ვადასტურებთ) პასუხისმგებლობას ან ვალდებულებას ამ მესამე მხარის ინფორმაციის ან / და საიტების შინაარსის, გამოყენების ან ხელმისაწვდომობის შესახებ. ჩვენ არ ვადასტურებთ ასეთი მესამე მხარის მონაცემებს ან ინფორმაციის შინაარსს ან სიზუსტეს და არც იმის გარანტიას ვიძლევით, რომ ასეთი შინაარსი თავისუფალია საავტორო, სასაქონლო ნიშნის ან მესამე მხარის სხვა უფლებების დარღვევისაგან ან ასეთი მონაცემების შინაარსი თავისუფალია ვირუსების ან სხვა მავნებლობისგან. შესაბამისად, ჩვენ არ ვიძლევით არავითარ გარანტიას ან წარმომადგენლობას და არ გვეკისრება პასუხისმგებლობა ნებისმიერი მესამე მხარის მიერ მოწოდებული ნებისმიერი ელექტრონული ინფორმაციის შესახებ (მის შინაარსზე), მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, ნებისმიერი ელექტრონული შინაარსის სიზუსტის, საგნის, ხარისხის ან დროულობის თაობაზე.
3.1. მყიდველის და მერჩანტის kassland.com -ს მომსახურებებით სარგებლობის წესი:
3.1.1. kassland.com –ს მომსახურებით მყიდველის მიერ სარგებლობისათვის:
თუ მყიდველს უჩნდება დამატებითი კითხვა kassland.com -ს მომსახურების პირობებთან ან მისთვის საინტერესო პროდუქტთან დაკავშირებით იგი უკავშირდება მხარდაჭერის ჯგუფს ტელეფონის ნომერზე : +995 598 500 660
თუ მყიდველს უჩნდება დამატებითი კითხვა kassland.com -ს მომსახურების პირობებთან ან მისთვის საინტერესო პროდუქტთან დაკავშირებით იგი უკავშირდება მხარდაჭერის ჯგუფს ტელეფონის ნომერზე : +995 598 500 660 ან ელ.ფოსტაზე: info@kassland.com
3.1.2. kassland.com –ს მომსახურებით მერჩანტის მიერ სარგებლობისთვის:
3.2. მომხმარებელი ვალდებულია ყოველთვის უსაფრთხოდ შეინახოს მისი პირადი ანგარიშის წვდომის კოდები და არასდროს გაუმჟღავნოს ისინი მესამე პირებს.
3.3. მომხმარებელი კისრულობს სრულ პასუხისმგებლობას მისი ანგარიშით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე. იმ შემთხვევაში, თუ პირი სხვისი სახელითა და მითითებით ახორციელებს წვდომას მომხმარებლის ანგარიშზე, იგულისხმება, რომ მას გააჩნია საკმარისი უფლებამოსილება, მომხმარებელს დააკისროს განსაზღვრული ვალდებულებები. კომპანია სრულად იხსნის პასუხისმგებლობას მესამე პირის მიერ მომხმარებლის ანგარიშზე წვდომისას დამდგარ ზიანზე.
3.4. მომხმარებელი ვალდებულია შეცვალოს მისი პაროლი და დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს kassland.com -ს კლიენტთა მომსახურების ცენტრს, იმ შემთხვევაში თუ კლიენტს გააჩნია საფუძვლიანი ეჭვი, რომ მის პირად ანგარიშზე შესასვლელი ინფორმაცია, პაროლი ან უსაფრთხოების სხვა წვდომის კოდ(ებ)ი ან საშუალებები იქნა მოპარული, დაკარგული, უკანონოდ მითვისებული, უნებართვოდ გამოყენებული ან სხვაგვარად მითვისებული. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა საფრთხეს შეუქმნის როგორც მომხმარებლის პირადი ანგარიშის უსაფრთხოებას, ასევე გამოიწვევს მის პასუხისმგებლობას ნებისმიერ დანაკარგთან/ზარალთან დაკავშირებით.
3.5. პირადი ანგარიშის გახსნით, მომხმარებელი აცხადებს და გარანტიას იძლევა, რომ მის მიერ პირადი ანგარიშის გახსნით არ არღვევს არანაირ კანონს ან რეგულაციას.