ვიზიტორთა ცენტრი

ვიზიტორთა ცენტრი ემსახურება კანიონის ყველა სტუმარს. „კასს ლენდის“ მეგობრული
პერსონალი ამომწურავ ინფორმაციას მოგაწვდით დაცულ ტერიტორიაზე არსებული
მარშრუტების და მნიშვნელოვანი ობიექტების შესახებ. აქვე შეძლებთ ბილეთების,
ბრენდირებული სუვენირების და აქსესუარების შეძენას.

სამუშაო საათები

წალკის კანიონის სამუშაო საათები

ყოველდღე 

10:00 – 18:00 

ბილეთის შეძენისას გასათვალისწინებელია:

• წალკის კანიონის ბუნების ძეგლის ბილიკზე გასასვლელად ვიზიტორის სიმაღლე უნდა აღემატებოდეს 1,2 მ-ს.

• ვიზიტორთა უსაფრთხოების მიზნით, წალკის კანიონის ბილიკი დაკეტილია წვიმის, ძლიერი ნისლისა და თოვლის დროს

• კანიონში ჩასასვლელი ბილიკის გადასალახად მრავალი კიბის გავლა არის საჭირო, რაც ქმნის სირთულეებს პირებისთვის, რომლებსაც ფიზიკურად უჭირთ გადაადგილება

• ტერიტორიაზე არ დაიშვება შინაური ცხოველი

• ტერიტორიაზე გადასაადგილებლად აუცილებელია შესაფერისი სალაშქრო ან სპორტული ფეხსაცმელი

• ტერიტორიაზე აუცილებელია ბილიკზე სიარული,ბილიკიდან გადასვლა აკრაძალულია

ვიზიტორთა ცენტრი : +995 0322880505
ელ-ფოსტა : info@kassland.com

ქონებაზე წვდომა შეზღუდულია მხოლოდ რეგისტრირებულ სტუმრებზე.