სასტუმრო და კოტეჯები

კანიონის გასწვრივ, სულ რაღაც 50 მეტრში დაგხვდებათ მაღალი დონის საცხოვრებელი 62 კოტეჯი,
რომელსაც მეორე მხრიდან ესაზღვრება უნიკალური ფიჭვნარი. კოტეჯები იზოლირებულია
ერთმანეთისგან და გათვლილია 2-დან 6 პერსონამდე, აქვე შენდება პრემიუმ კლასის სასტუმრო,
საკონფერენციო და საკონცერტო დარბაზებით, საცურაო აუზებით და გულითადი მომსახურებით.
დადებითი ემოციებით დატვირთული დღის ბოლოს, არაფერი შეედრება წიწვოვანი ტყის ჰაერით
სუნთქვას, განტვირთვას და შთამბეჭდავი ხედებით ტკბობას.
რაც გჭირდება – აქ არის!