ჩვენ შესახებ

„კასს ლენდი“ არის ებრაული კომპანია „კასს გრუპის“ პროექტი, რომელიც საქართველოში

პირველად, საერთაშორისო კერძო ინვესტიციით, დაცულ ტერიტორიაზე ყველაზე

მრავალფეროვანი ეკოტურისტული სივრცის მოწყობას გულისხმობს. ინვესტიცია 120 მილიონ ლარს შეადგენს და მოიცავს კანიონზე გადაჭიმული 240 მეტრი სიგრძის მინის ხიდს, რომლის შუაგულში განთავსებულია ბრილიანტის ფორმის კაფე-ბარი, ტერიტორიაზე მდებარეობს  პრემიუმ ხარისხის სასტუმრო კომპლექსი კოტეჯებით, ასევე ვიზიტორთა ცენტრი, რესტორანი, საცურაო აუზი, 1800 მეტრიანი გზა ჩანჩქერამდე მისასვლელად, განსაცვიფრებელი ხედები, საკემპინგე ადგილები და სხვა მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურა, რაც საჭიროა სრულყოფილი შემეცნებითი რეკრეაციისთვის.

პროექტის სავიზიტო ბარათია 240 მეტრი სიგრძის ულამაზესი „ბრილიანტის ხიდი“, რომელიც, 240 მეტრის სიმაღლეზე, წალკის უნიკალური კანიონის თავზეა გადაჭიმული. ხიდი დაპროექტებულია იმგვარად, რომ სრულ სინთეზშია გარემოსთან, იძლევა 360 გრადუსიანი ხედვის არეალს დაუვიწყარი შეგრძნებებისთვის და ამავდროულად აკმაყოფილებს უმაღლესი დონის უსაფრთხოების სტანდარტებს.

„კასს ლენდი“ – ეს არის აუცილებლად სანახავი ადგილი, სადაც შეგიძლიათ შემეცნებითი რეკრეაციის გზით უამრავი ახალი გამოცდილების და ემოციის მიღება!

ვიზიტორთა ცენტრი : +995 0322880505
ელ-ფოსტა : info@kassland.com

ქონებაზე წვდომა შეზღუდულია მხოლოდ რეგისტრირებულ სტუმრებზე.