ადამიანებს განსხვავებული ჩვევები და თვისებები გვაქვს. აი, მაგალითად, მე, როცა რომელიმე კონკრეტული ადგილის მონახულებას გადავწყვეტ, ჩვევად მაქვს, გამგზავრებამდე იქაურობის რელიეფს, კლიმანტს, ფლორას და ფაუნას უნდა გავეცნო. ჰოდა, სანამ ჩემოდანს ჩავალაგებ ინტერნეტში საათობით ვიქექები და საჭირო და ახალ ინფრომაციას ე.წ. სპეცბლოკნოტში მისხალ-მისხალ ვინიშნავ. მოგზაურობამდე თქვენ შესაძლოა, სხვა რიტუალას ასრულებთ, მაგრამ რაკი წალკის, ანუ იგივე დაშ-ბაშის კანიონის მონახულება გადაწყვიტეთ, მაშინ ჩემი გამოცდილება გაიზიარეთ. მაშ, ასე, დავიწყოთ: წალკის, იგივე დაშ-ბაშის კანიონი წალკის მუნიციპალიტეტში, სოფელ დაშ-ბაშის ჩრდილო-აღმოსავლეთით, დაშ-ბაშის ლავურ მაღლობზე, ზღვის დონიდან 1110-1448 მ სიმაღლეზე მდებარეობს. 8 კმ სიგრძის კანიონი (ფართიფართობი 6,69 კმ²) მერიდიანული მიმართულებისაა.
მდინარე ქციის მიერ ვულკანურ ლავებში გამომუშავებულ კანიონისებური ხეობის ფერდობებიდან დიდძალი უხვდებიტიანი წყაროები გამოედინება და სხვადასხვა ადგილას წყალვარდნილებს აჩენს.
დაშბაშის კანიონი, როგორც ბუნების ძეგლი, დაცული ტერიტორიაა, ალგეთის ეროვნული პარკის ნაწილია და „საქართველოს წითელ წიგნშია“ შეტანილი. კანიონსა და მის შემოგარენში ზომიერად ნოტიო ჰავა, ასე ვთქვათ, ბატონობს. სპეციალისტების თქმით, ტემპერატურის წლიური ამპლიტუდა საკმაოდ მაღალია, რაც ჰავის კონტინენტურობაზე მიუთითებს, ანუ უფრო მარტივად და გასაგებად რომ ვთქვათ, იანვარში აქ ტემპერატურა 4-დან 6-გრადუსამდეამდეა, აი, მაგალითად, ივლისში კი – 16-18 გრადუსის ფარგლებშია. ნალექების რაოდენობა 700-800 მმ-ია, რომლის შედარებით მცირე ნაწილი – 20% ზამთარში თოვლის სახით გამოიყოფა. მართალია, აქ თოვლი მცირე რაოდენობით მოდის, მაგრამ თოვლის მდგრადი საბურველი 3 თვე მაინც ნარჩუნდება.
აქაურობა იშვიათი ბიომრავალფეროვნებითაა გამორჩეული, მაგრამ სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ კანიონის ირგვლივ არსებული ეკოსისტემები მცენარეული საფარით საფარით მაინცდამაინც მდიდარი არაა.
სამაგიეროდ, მიწაა ნოყიერი, ანუ ეს ადილები მთის შავმიწა ნიადაგის სიჭარბითაა ცნობილი. საერთოდ, „შავმიწა ნიადაგს“ სპეციალისტები „შავ ოქროსაც“ უწოდებენ, რაც ბუნებრივია – შავმიწა ნიადაგი ყველაზე ნაყოფიერად და უხვმოსავლიანად ითვლება…
კანიონში არსებულ ციცაბო ფერდობებზე შეფენილი მცენარეულობა და თვალწარმტაცი ჩანჩქერები სრულიად განსხვავებულ მიკროლანდშაფტს ქმნის, ლანდშაფტს, რომელიც თავისებური ფაუნითა და მიკროკლიმატით გამოირჩევა.
კანიონსა და მის სიახლოვეს რამდენიმე ტიპის ლანდშაფტი – ვულკანური კონუსები და პლატოები, ასევე, ფართოფოთლოვანი (წიფლნარი, რცხილნარ-მუხნარი, რცხილნარი) ტყეები, მაღალი მთის სტეპები, კლდის ქსეროფიტული მცენარეულობა, დერივატები, მეორადი მდელოები და ბუჩქნარებია წარმოდგენილი.
ხეობა მრავალი სახეობის ცხოველის თავშესაფარი და გამრავლების ადგილიცაა. საერთოდ, დაშ-ბაშის კანინონი მნიშვნელოვანი ეკოლოგიური კორიდორია, რომლის მეშვეობით ერთმანეთს აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოს ცხოველთა სამყაროს არაერთი სახეობა უკავშირდება. მდინარე ხრამში, რომელიც დაშ-ბაშის კანიონში მიედინება, უხვადაა მურწა, მდინარის კალმახი, მტკვრის წვერა, ჩვეულებრივი ქაშაპი თუ ხრამული. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, დაშ-ბაშის კანიონში თევზით მდიდარი მორევი ყოფილა… საერთოდ, ეს მხარე მდინარეებითაა მდიდარი. მთავარი მდინარე კი ქციაა…
დაშ-ბაშის კანიონის სანახავად ჩასულები უკან ისე არ უნდა წამოხვიდეთ, თუ მხარის ტბებს არ ნახავთ. დიახ, აქაურობა მთის ტბების, ასე ვთქვათ, საბადოა, თუმცა განსაკურებით აღსანიშნავია ბარეთის, ხადიკის, ლელიანის, ტბის, ჩაპაევკის, გრძელი და ღრმა ტბები… მართალია, დაშ-ბაშის კანინონთან მარადმწვანე ხეების ტევრია, მაგრამ ზოგადად, ეს მხარე ტყეებს მოკლებულია და ძირითადად მთის სტეპებია გავრცელებული. მარცვლოვანი მცენარეებიდან აღსანიშნავია კეწეწურა, ვაციწვერა, ურო, ნამიკრეფია, ბაია, მაჩიტა, სათითურა, შვრიელა, ტიდა მოთელა. ბუჩქებიდან ხარობს გრაკლა, შავჯაგა, ძეძვი და ჩიტავაშლა.
სხვათა შორის, დაშ-ბაშის კანიონის შემოგარენში არყის ხეები ხარობენ. ეს კი არადა, „კასს ლენდის“ თაანმშრომლებს არყის ხეები ვიზიტორთა ცენტრის ეზოშიც გაუხარებიათ. საერთოდ, „კასს ლენდი“ რომ არა, აქაურობის შესახებ ბევრს არაფერი ეცოდინებოდა. კომპანია კანიონზე სასწაულ პროექტს ანხორციელებს, თუმცა ამ პროექტზე ვრცლად და დაწვრილებით მოგვიანებით ვისაბროთ. ახლა კი წალკის კანიონისა და მისი შემოგარენის ფაუნას გაგაცნობთ.
ამ ადგილებში კურდღელი, მელა, მგელი და ტურა ბინადრობენ. ისე, თუ ბედმა გაგიღიმათ, შეიძლება, შველსაც გადაეყაროთ. აი, ბუჩქნარის მემინდვრიას, ტყის თაგვს, მექვიშიას, ზაზუნასა და მღრღნელების სხვა სახეობას კი შესაძლოა, ფეხის ყოველ ნაბიჯზე შეხვდეთ.
ისე, ამ მხარეში იშვიათობა არც ღამურაა…
ერთი სიტყვით, ასეთია დაშ-ბაშის კანიონისა და მისი შემოგარენის ბიომრავალფეროვნება, მრავალფეროვნება, რომლის ერთხელ ნახვაც არ დაგაკმაყოფილებთ და ანდამატივით მიგიზიდავთ…