ხორცშესხმული იდეა, რომელიც დაშ-ბაშის კანიონს მსოფლიოს გააცნობს​

წლები კი არა, საუკუნეებია, წალკის, იგივე დაშ-ბაშის კანიონი საქართველოს მშვენებაა და ისტორიული განძია, მაგრამ სამწუხაროდ, ამის შესახებ აქამდე ფართო საზოგადოებამ არ იცოდა.  არადა, ამ ველურ სიმდიდრეს ქვეყნისთის უზარმაზარი ეკონომიკური თუ საიმიჯო ინვესტიციის მოტანა შეუძლია. კანიონის ეს შესაძლებლობები ეკატერინე თორდიამ ზუსტად შეაფასა და „კასს ლენდის“ იდეაც გაჩნდა, რაც  წალკის კანიონის განახლებასა და მასზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს.  სხვათა შორის, ეს ეკატერინე თორდიას პირველი ხორცშეხმული იდეა და ინიციატივა არაა.  ქალბატონმა ეკატერინემ „კასს გრუპ ჰოლდინგში“ მუშაობა თავდაპირველად იურისტად დაიწყო, თუმცა კარიერულ საფეხურზე მალევე აიწია და კომპანიის გენერალური დირექტორი გახდა. საერთოდ, „კასს გრუპ ჰოლდინგ“-მა ჩვენს ქვეყანაში საქმიანობა 2016 წლიდან დაიწყო და ძირითადად, დეველოპერულ, მომსახურებისა და  ინოვაციურ პროექტებს ანხორციელებს. კომპანიის დამფუძნებელი ებრაელი ინვესტორი ჰანოხ ჰეინრიხ კასი გახლავთ, რომელიც ისრაელის ერთ-ერთი მსხვილი დეველოპერული ჯგუფის მფლობელია. კომპანიამ, რომლის გენერალური დირექტორიც ეკატერინე თორდიაა, 2016 წლიდან მოყილებული, საქართველოში არაერთი მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტი განახორციელა. მათ შორის: „სითი ბოქსი“ –  კომპანიამ ქვეყნის მასშტაბით მულტი-ფუნქციური ბოქსები განათავსა და ადამიანებს სხვადასხვა მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა მისცა („სითი ბოქსზე“ დეტალური ინფორმაციის ნახვა ამ ვებ-გვერდზე შეგიძლიათ –  www.citybox.ge ). „თიელეს“ – ეს ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი და მაღალტექნოლოგიური სამრეცხაოა, რომელიც სასტუმროებს და სხვა დაწესებულებებს, მათ შორის, სასტუმრო „ბილტმორს“, „ამბასადორს“, „რამადას“ და სხვა ემსახურება (https://www.facebook.com/TbilisiLaundryService ).

„კასს ჰოტელს“ – ბიზნესცენტრი თბილისის გულში.  კომპანია აპირებს, თბილისის ანძის პროექტიც განახორციელოს, სადაც მოეწყობა პანორამული რესტორანი და ვიზიტორთა ცენტრი.

რაც შეეხება წალკის კანიონს, ობიექტური რეალობაა, რომ დღეს წალკის მუნიციპალიტეტი ნაკლებად ცნობილია და იგივე დაშ-ბაშის უნიკალური კანიონი ადგილობრივ დამსვენებლებსა თუ ჩამოსულ ვიზიტორებს შორის მაინცდამაინც დიდი პოპულარობით არ სარგებლობს. ყოველ შემთხვევაში, ასე იყო მანამ, სანამ აქაურობის აღორძინებას ხელს „კასს ლენდი“ მოჰკიდებდა.

„ჩვენი მიზანია, აღნიშნული ტერიტორია ვაქციოთ ტურისტულ ზონად. ამისათვის კომპანია „კასს ლენდი“ უზრუნველყოფს დაშ-ბაშის კანიონზე 83 ჰა მიწის ნაკვეთზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას, რაც გულისხმობს არსებული გზის ნაწილობრივ რეკონსტრუქციას, კანიონში ჩასასვლელი ბილიკის, კანიონში მოსასვენებელი ადგილის, ვიზიტორთა ცენტრის, პარკინგის, რესტორნის, მინის გადმოსახედი ხიდის, კოტეჯების, სასტუმრო კომპლექსის და სპა & აუზის მოწყობას,“ – აცხადებენ კომპანიაში.

დაშ-ბაშის კანიონის გრანდიოზულ პროექტის საინვესტიციო ღირებულბა 120 მილიონზე მეტია და მისი ხერხემალი, ანუ ე.წ. სავიზიტო ბარათი 240-მეტრიანი შუშის ხიდია. ხიდზე ბრილიანტის ფორმის შუშის კაფე მოეწყობა, საიდანაც კანიონზე არაჩვეულებრივი ხედები იშლება. პროექტი რამდენიმე თვეში, კერძოდ, 2022 წლის გაზაფხულზე დასრულდება. საერთოდ, ქვეყნისთვის უკეთესია, რაც მეტი უცხოური ინვესტიცია იქნება. ამ შემთხვევაში კი, „კასს ლენდის“ პროექტი ორჯერ და შესაძლოა, მეტჯერაც მნიშვნელოვანია, რადაგნ საქმე ისტორიულ ძეგლს – წალკის, იგივე დაშ-ბაშის კანიონს ეხება, კანიონს, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი უდიდიდესია და  ბევრ ისტორიულ საიდუმლოს ინახავს.

ისტორიული საიდუმლო ნებისმიერი ერისთვის უდიდესი სიმდიდრეა, სიმდიდრე, რომელსაც გაფრთხილებასთან ერთად, გამოჩენაც სჭირდება.

„კასს ლენდის“ პროექტის მთავარი მიზანიც სწორედ ეს არის – დაშ-ბაშის კანიონი მთელ მსოფლიოში ცნობილი გახდეს და ვინ იცის, საქმე იქნებ, იქამდეც კი მივიდეს, რომ ტურიზმის საოცრებად აღიარონ! და მაინც, როგორ გაჩნდა „კასს ლენდის“, ანუ დაშ-ბაშის კანიონის აღორძინების იდეა გაინტერსებთ, როგორ გაჩნდა დაშ-ბაშის კანიონზე „კასს ლენდის“, ანუ ტურისტული ინფრასტრუქტურის გაშენების იდეა? – ყველაფერი ძალიან მარტივად დაიწყო – ეკატერინე თორდიას, რომელიც ამჟამად კომპანიის დირექტორია, გაუჩნდა იდეა, რომ დაშ-ბაშის კანიონის აღორძინება ტურიზმის განვითარებისა და იგივე რეგიონის ეკონომიკური აღმავლობისთვის საუკეთესო იქნება. ეკატერინე თორდია სიტყვას საქმედ აქცევს, ინვესტორიც ჩნდება და… წალკის კანიონის ასაღორძინებლად პირველი ნაბიჯებიც იდგმევა, რაც იმას ნიშნავს, რომ პროექტზე მუშაობა სამი წლის წინ, ანუ 2019 წელს იწყება. პროექტის მიზანი და დევიზი ასეთია – მხოლოდ წალკის კანიონი კი არა, არამედ, მთელი  ქვეყანა საერთაშორისო ბაზარზე ისე წარმოჩინდეს, როგორც აუცილებლად სანახავი ადგილი, სადაც შესაძლებელია სრულყოფილი შემეცნებითი რეკრეაციის, შეგრძნებისა და თავგადასავლის გზით უამრავი ახალი ემოციის მიღება. ამოცანა მარტივი არაა: დაშ-ბაშის კანიონი ბუნების ძეგლია, რომელიც მდინარე ქციის (ხრამის) მიერ დაშ-ბაშის ლავურ მაღლობზე, ვულკანოგენურ ქანებში ჩაჭრილ კალაპოტში გამომუშავებულ იშვიათი და ბიომრავლფეროვნებით გამორჩეულ კანიონისებურ ხეობას წარმოადენს. კანიონის ირგვლივ არსებული ეკოსისტემებს არ ახასიათებს მრავალფეროვანი მცენარეული საფარი, კანიონში არსებულ ციცაბო ფერდობებზე შეფენილი მცენარეულობა, თვალწარმტაცი ჩანჩქერები, სრულიად განსხვავებულ მიკროლანდშაფტს ქმნის მისთვის დამახასიათებელი მიკრო კლიმატით თუ თავისებური ფაუნით. შესაბამისად, კანიონის აღორძინების პროექტი ისეთი უნდა იყოს, რომ ეს ბუნების ძეგლი არ დააზიანოს, მაგრამ მნახველებისთვის უფრო მიმზიდველი და თვალწარმტაცი გახადოს…

ნათქვამია, მიზანი საშუალებას ამართლებსო და ეს სენტენცია ამჯერადაც ამართლებს – პროექტის ავტორები ყველაფერს ზედმიწევნით სწავლობენ და კანიონის ასაღორძინებლად თავიდნავე ისეთ ნაბიჯებს დგამენ, რომლითაც ბუნების ძეგლი არ დაზიანდება. აი, მაგალითად, იგივე შუშის, უფროს წორად, ბრილიანტის ხიდი, რომელიც კანიონის ერთ მხარეს მეორესთან აკავშირებს და რომლის სიგრძეც 240-მეტრია, ბუნებრივ არქიტექტურაში ბუნებრივად, ანუ ისე „ჩაჯდა“, რომ აქაურობის პირვენდელი სახე არათუ დაამახინჯა, არამედ, ბუნებრივად შეერწყა. ამასთან, ხიდისთვის საჭირო სამუშაოებმა უარყოფით გავლენა არც გარემოზე მოახდინა, რისთვისაც ათასი სპეცკვლევის ჩატარება გახდა საჭირო.  სხვათა შორის, საქართველოში პირველად ხდება, რომ დაცულ ტერიტორიაზე, ანუ წალკის კანიონზე კერძო საერთაშორისო ინვესტიცია ხორციელდება, რომელიც ყველაზე მრავალფეროვანი ტურისტული სივრცის მოწყობას გულისხმობს. ამ გრანდიოზულ პროექტს ებრაული კომპანია KASS LAND ანხორციელებს და ამ ეტაპზე ინვესტიცია 120 მილიონ ლარს შეადგენს. კომპლექსის მოკლე აღწერა კი ასეთია: * ერთ-ერთ მთავარ ატრაქცია 240 მეტრის მინის ხიდი – ხიდის მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს და მის შუაგულში დაკიდებული ბრილიანტის ფორმის მინის კაფე-ბარის მშენებლობაც თითქმის დასრულებულია. სწორედ ეს გახლავთ ამ გრანდიოზული პროექტის სავიზიტო ბარათი. ხიდი წალკის უნიკალური კანიონის თავზეა გადაჭიმული (240 მეტრის სიმაღლეზე) და იმგვარადაა დაპროექტებული, რომ გარემოსთან სრულ სინთეზშია, ანუ დაუვიწყარი შეგრძნებებისთვის 360-გრადუსიანი ხედვის არეალს იძლევა  და ამავდროულად, უმაღლესი დონის უსაფრთხოების სტანდარტებსაც აკმაყოფილებს.

* ვიზიტორთა ცენტრი – ვიზიტორებს სწორედ ამ ცენტრის საშუალებით აქვთ შესაძლებლობა, წალკის კანიონის დაცულ ტერიტორიაზე შევიდნენ, ასევე, კანიონში ჩასასვლელი ბილიკით, გადმოსახედებით ისარგებლონ და ზღაპრულად განსაცვიფრებელი ხედებით დატკბნენ. გარდა ამისა,  სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, ვიზიტორთა ცენტრში წალკის კანიონიზე მოქმედი ინფრასტრუქტურით სარგებლობის წესების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ, ასევე დაგეგმონ მარშრუტები, შეიძინონ ბილეთები, სამსახსოვრო სუვენირები  და ა.შ. * 53-ნომრიანი სასტუმრო საკონფერენციო დარბაზით – სასტუმრო ტყის პირას მდებარეობს და მისი პანორამული ხედები კანონიზე გადის.

* 62 სასტუმროს ტიპის კოტეჯი * რესტორანი – დახურული სივრცე 120 ადამიანზეა გათვლილი, ღია სივცრე, ანუ „გარდენი“ კი – 250 ადამიანზე * სპას და აუზი * ბაიკ-ლაინი * საქანელა * ცხენების თავლა * ბავშვების გასართობ კუთხე * სხვა ტურისტულ ინფრასტრუქტურა ცნობისთვის:  კანიონის ტერიტორიაზე უკვე მოეწყობილია 1.8 კმ სიგრძის ბილიკი, რომელიც ვიზიტორთა ცენტრიდან იწყება და კანიონის ხეობაში, ჩანჩქერთან ჩადის. ჩანჩქერზე ფეხით ჩასვლას და ამოსვლას ბილიკის საშუალებით, დაახლოებით, 1 საათი სჭირდება, თუმცა შეგიძლიათ, სპეციალურად გამოყოფილი მანქანებითაც ისარგებლოთ, რომლებიც სურვილის შემთხვევაში, თქვენ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფენ. აუცილებელი ცნობები: დაშ-ბაში კანიონი წალკის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის (ქცია) ხეობაში, კერძოდ, სოფელ დაშ-ბაშის მიდამოებში, ზღვის დონიდან 1110-1448 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტი ქალაქი წალკაა. თბილისიდან კანიონამდე  88 კილომეტრია. ავტომობილით მისასვლელად საჭირო დრო  1 სთ და 40 წთ-ს არ აღემატება.  

0
წინა თვის ნახვები