ბრილიანტის ხიდი ოთხი სეზონი

 

იცით, ეს ბლოგი გულდასმით რატომ უნდა წაიკითხოთ? – იმიტომ, რომ დაშ-ბაშის, ანუ იგივე წალკის კანიონი, სადაც კომპანია „კასს ლენდი“ უპრეცედენტო პროექტს ანხორციელებს, წელიწადის ოთხივე სეზონზე გაიცნოთ.  დიახ, ქალბატონებო და ბატონებო, დაშ-ბაშის კანიონის მონახულება ზამთარშიც შეგიძლიათ, გაზაფხულზეც, ზაფხულში და შემოდგომაზეც, თანაც წლიწადის სხვადასხვა დროს აქ სხვადასხვა შეგრძნებები და ემოციები დაგეუფლებათ.

აი, წარმოიდგინეთ, ზამთარია – ირგვლივ ყველაფერი გდათეთრებულია და ამ დროს თქვენ ზღაპაღში მოგზაურობთ, ზღაპარში, რომელსაც დაშ-ბაშის კანონი ჰქვია.

მოკლედ, თუ აქაურობას ზამთარში ესტუმრებით, გირჩევთ, უპირველესად გაყინული ჩანჩქერი ნახოთ. ახლა, ვიცი, მკითხავთ, გაყინული ჩანჩქერი რა არის? – რა და, ორ კლდეს შუა ზაფხლობით, ესე იგი, მაშინ, როცა ცხელა, წყალი ჩამოდის. აი, სიცივეში კი წყალი იყინება და ამიტომაც, ამ ჩანჩქერს ადგილობრივებმა „გაყინული“ შეარქვეს. ჰოდა, „გაყინული ჩანჩქერის“ ხილვით რომ დატკბებით, გზა კანიონის სიღმისკენ აუცილებლად გააგრძელეთ და ამ შუა ზამთარში ნამდვილ წალკოტში აღმოჩნდებით – მცენარეები ჩანჩქერების „ტევრში“ წყლის ზედაპირზე ულამაზესად ლივლივებენ. აქვე, თვალს კალმახების „სახლებს“ მოჰკრავთ. ისე, ამ არამიწიერი სილამაზის ნახვა ბრილიანტის ხიდიდანაც შეგიძლიათ. საერთოდ, ბრილიანტის ხიდი „კასს ლენდის“ უმთავრესი მშვენებაა და ისიც უკვე იცით, ხიდს ბრილიანტი რატომაც ჰქვია – ხიდის შუაგულში ბრილიანტის ფორმის კაფეა, სადაც შეგიძლიათ, ყავა დააგემოვნოთ, მსუბუქად წაიხემსოთ და დაშ-ბაშის ულამაზესი ხედებით დატკბეთ. დაშ-ბაშის კანიონის მონახილებას გაზაფხულზეც, ესე იგი, დამტვერვის სეზონზეც გირჩევთ. მართალია, აქაურობა ფლორით მდიდარი არ არის, მაგრამ მცენარეების საკმაოდ ბევრი სახეობა ხარობს, მათ შორის, წიწვოვანიც. ამიტომაც, გაზაფხულზე დაშ-ბაშის მხარეში სტუმრობას არაფერი სჯობია. აქ ზაფხულიც ნამდვილი სამოთხეა, სამოთხეა იმიტომ, რომ მზის სხივები ჩანჩქერებში იკარგებიან, მერე, იქიდან ისევ ზეცაში „მირბიან“ და ეს შეუქცევადი პროცესი, მართლაც, არამიწერი სანახაობას ქმნის. ამასთან, არც ის დაგავიწყდეთ, რომ მაშინ, როცა ზაფხულის ხვატისგან სუნტქვა ჭირს, დაშ-ბაშის კანიონის სიღრმეში სასიამოვნოა სიგრილეა. ჩანჩქერების „ტევრში“ კალმახები, ტრადიციულად, დინების საწინაღმდეგოდ ცურავენ, ხანდახან კი ვიზიტორებს თვალს-თვალში უყრიან და აიძულებენ, უნებურად აღნოხდეთ:

– ჰო, ჩვენ სამოთხეში ვართ! და ამ სამოთხეში მოგზაურობა შეგი ძლიათ შემოდგომაზეც გააგრძელოთ. დიახ, შემოდგომა დაშ-ბაშში განსაკუთრებით ლამაზია. აი, სანამ კანიონამდე ჩახვალთ, მზის თვალია და თბილა კიდეც, მაგრამ როგორც კი სიღრმეში აღმოჩნდებით, შეიძლება, ცოტა სიგრილე იგრძნოთ, მაგრამ ეს ისეთი სასიამოვნო სიგრილე იქნება, რომ მერწმუნეთ, არც კი გაგახსენდებათ, რომ თბილი ტანსაცმელი ან, სულაც, პლედი მოიხუროთ. ასე და ამგვარად: მითი, რომ დაშ-ბაშის კანიონის მოანხულება მხოლოდ პაპანაქება სიცხეში შეიძლება, როგორც იტყვიან, თვალსა და ხელსშუა დაიმსხვრა! შესაბამისად, დაშ-ბაშის კანიონისკენ გეზი შეგიძლიათ, წელიწადის ნებისმეირ დროს ოჯახთან, მეგობრებთან ან, სულაც, მარტო აიღოთ და ბუნების ამ ზებუნებრივი სასწაულით დატკბეთ! მოკლედ, წარმატებულ მოგზაურობას გისურვებთ!

0
წინა თვის ნახვები