დაშ-ბაშის კანიონის ბიომრავალფეროვნება ზურმუხტის ქსელში

რა არის თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა? – სხვადასხვა სპეციალობის ადამიანი ამ კითხვაზე პასუხს საკუთარი გადასახედიდან გასცემს, თუმცა ყველა თანხმდება, რომ 21-ე საუკუნეში ბიომრავალფეროვნება კატასტროფულად სწრაფად მცირდება.

სპეციალისტების თქმით, დღეს ადამიანის მიერ გამოწვეული სახეობათა გადაშენების ტემპი 100-ჯერ და შესაძლოა, 1000-ჯერაც აღემატება სახეობების გადაშენების ბუნებრივი პროცესის მაჩვენებელს და ბევრად მაღალია, ვიდრე ახალი სახეობების აღმოჩენის მაჩვენებელი. არადა,  ბიომრავალფეროვნება ის ბუნებრივი მემკვიდრეობაა, რომელიც აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ. სწორედ ამიტომაც, ბუნებრივი ჰაბიტატების დასაცავად ევროპის საბჭოს ორი ძირითადი მექანიზმი აქვს – 1965 წელს შექმნილი დაცული ტერიტორიების ევროპის დიპლომი, რომელიც ევროპული მნიშვნელობის სათანადოდ დაცულ და სამაგალითოდ მართულ ბუნებრივ ან ნახევრად ბუნებრივ ტერიტორიებს ენიჭება და მეორე, 1979 წელს შექმნილი ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების კონვენცია, ანუ „ბერნის კონვენცია“, რომელიც ხელმომწერი ქვეყნებისთვის სავალდებულო საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტია. ამ დოკუმენტის მიზანი ველური ფლორისა და ფაუნის, ასევე, ბუნებრივი ჰაბიტატების კონსერვაცია და ბუნების დაცვის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებაა.

1989 წელს, ბერნის კონვენციის მხარე ქვეყნებმა ევროპის ბუნებრივი ჰაბიტატების დასაცავად სპეციალური მექანიზმი – ზურმუხტის ქსელი შექმნეს, რომელიც 2015 წლის სტატისტიკით, 16 ქვეყანაში, დაახლოებით, 3 500 კანდიდატ ან დამტკიცებულ „საიტს“ და 600 000 კმ2 -მდე ფართობს.

ზურმუხტის ქსელის საიტის, ასე ვთქვათ, მონაწილეა დაშ-ბაშის კანიონის მიმდებარე ტერიტორიაც, რომელიც ბუნების ძეგლია და რომელიც მდინარე ქციას (ხრამის) მიერ დაშ-ბაშის ლავურ მაღლობზე, ვულკანოგენურ ქანებში ჩაჭრილ კალაპოტში გამომუშავებულ იშვიათი და ბიომრავალფეროვნებით გამორჩეულ კანიონისებურ ხეობას წარმოადგენს.

ზურმუხტის საიტის ტერიტორიაზე წარმოდგენილია ბერნის კონვენციის მე-4 და მე-6 რეზოლუციებით დაცული ორი ჰაბიტატი, ძუძუმწოვრების 8, ფრინველების 28, ამფიბიების 1, უხერხემლოების – 7 და მცენარის 3 სახეობა.

საერთოდ, თითოეული ქვეყანა, რომელიც ბერნის კონვენციას არის მიერთებული ვალდებულია, განავითაროს ზურმუხტის ქსელი. ზურმუხტის ქსელის შექმნა ევალებათ ბერნის კონვენციის მხარე ქვეყნებს და დამკვირვებლის სტატუსის მქონე სახელმწიფოებს. ამჟამად საქართველოში დამთავრებულია „სპეციალური კონსერვაციული მნიშვნელობის ტერიტორიები“-ს შერჩევა და განსაზღვრულია „ზურმუხტის ქსელი“-ს კანდიდატი უბნები, რომელთა შორისაა ,,დაშბაშის კანიონიც“. „ზურმუხტის ქსელის ,,დაშბაშის კანიონის“ საზღვრებში ფაუნისა და ფლორის შემდეგი სახეობებია გავრცელებული.

ფაუნა: ქორცქვიტა, სვავი, ცისფრულა (პეპელა), ბექობის არწივი, ველის არწივი, დიდი მყივანი, წითური ყანჩა, ყვითელი ყანჩა, ევროპული მაჩქათელა, მგელი, უფეხურა, მუხის დიდი ხარაბუზა, თეთრი ყარყატი, გველიჭამია, ჭაობის ძელქორი, მინდვრის ძელქორი, ველის ძელქორი, თეთრზურგა კოდალა, საშუალო ჭრელი კოდალა, ბაღის გრატა, ნიმფალიდასებრი (პეპელა), ალალი, ჩვეულებრივი შავარდენი, მცირე მემატლია, ჩია არწივი, ჩვეულებრივი ღაჟო, ნემსიყლაპია, ტყის ტოროლა, ცისფრულასებრი, ძერა, ჩვეულებრივი ფრთაგრძელი, ყურწვეტა მღამიობი, სამფერი მღამიობი, ფასკუნჯი, კრაზანიჭამია, მცირე ცხვირნალა, ალპური ხარაბუზა, მიმინოსებრი აპუჭაკა, აღმოსავლური სავარცხლიანი ტრიტონი.

რაც შეეხება ფლორას, დაშ-ბაშის კანიონის კანდიდატი უბანზე ნოტიო ან სველი მდელო მუხნარ-იფნარ-რცხილნარი ტყე გხვდება.

კერძოდ: კაკალი, ჭალის მუხა, შიშველი თელადუნა, პატარა თელადუმა…

სწორედ ამიტომაც მოხვდა დაშ-ბაშის კანიონი ზურმუხტის ქსელში, ანუ ბერნის კონვენციის მუდმივმოქმედი კომიტეტის რეზოლუციაში, რომელიც 1998 წლით თარიღდება, ფაუნისა და ფლორის სწორედ ის სახეობებია ჩამოთვლილი, რომლებიც დაშ-ბაშის კანიონშია გავრცელებული. შესაბამისად, გასაკვირიც არაა, რომ საქართველოს ეს უნიკალური ტერიტორია „ზურმუხტის ქსელის“ მონაწილეა.

აღსანიშნავია, რომ ვიზიტორთა ცენტრის და ასევე, რესტორნის მშენებლობისთვის შერჩეული უბნები ზურმუხტის ქსელის ტერიტორიაზე არ ხვდება, თუმცა მის უშუალო სიახლოვეში მდებარეობს.

სხვათა შორის, ბერნის კონვენციის მუდმივმოქმედი კომიტეტის რეზოლუციაში, რომელიც 1998 წლით თარიღდება, მოცემულია სახეობების ჩამონათვალი, რომლებიც წარმოდგენილია დაშ-ბაშის კანიონის ზურმუხტის საიტის ფარგლებში.

როგორც აღვნიშნეთ, დაშ-ბაშის მიდამოებში მგელი, მგელსაც შეხვდებით, თუმცა დაშ-ბაშის კანიონის  ტერიტორია მისი საბინადრო გარემო არ არის…  საერთოდ, მგლის სამოქმედო არეალი დიდია. ამიტომ, უნდა ვივარაუდოთ, რომ დაშ-ბაშის კანიონში დაბალი სიმჭიდროვით უნდა იყოს წარმოდგენილი.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: დაშ-ბაშის კანიონი, როგორც „ზურმუხტის ქსელის“ მონაწილე, პირდაპირ კავშირშია გადამფრენ ფრინველებთან.

საერთოდ, მსოფლიოში არსებული 10-ათასამდე ცნობილი ფრინველის სახეობის თითქმის 20% რეგულარულად მიგრირებას. მსოფლიოში ფრინველთა მიგრაციის რამდენიმე მნიშვნელოვანი ადგილი არსებობს და ამ ადგილებს ფრინველები უსაფრთხოების, გეოგრაფიულად კომფორტული გარემოსა და საკვების არსებობის გამო ირჩევენ. ამ მხრივ საქართველო და, კერძოდ, დაშ-ბაშის მხარე ფრინველებისთვის მნიშვნელოვანი არეალია. ასე რომ, სეზონზე ასე გადამფრენ ფრინველებსაც შეხვდებით.

0
ნახვა წინა თვეში