წარსულისა და აწმყოს ჰარმონია – როგორ იცავს „კასს ლენდი“ დაშ-ბაშის კანიონზე ისტორიულ მემკვიდრეობას​

 

ერთია ინვესტიცია, რომელიც ტურიზმისა და ეკონომიკის აღორძინებისთვის აუცილებელია, მაგრამ მეორე – ბუნება და ასევე, ისტორიული მემკვიდრეობა, ანუ როცა საქმე ბუნების ძეგლს ეხება, ნებისმიერი რაოდენობის ინვესტიციის განხორციელებამდე, შესაბამისი დასკვნა, გნებავთ, ნებართვაა საჭირო, რომ ესა თუ ის სამშენებლო სამუშაო დაიწყოს. ყველა წესიერი ინვესტორი ფულის დაბანდებას სწორედ ამ, ასე ვთქვათ, საველე სამუშაოებით იწყებს.

„კასს ლენდმაც“ სწორედ ეს გზა გაიარა, ანუ ვიდრე დაშ-ბაშის კანიონზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობას დაიწყება,  2019 წელს, ა(ა)იპ „სიძველეთა დაცვისა და შესწავლის ცენტრ თრიალეთთან“ ხელშეკრულება გააფორმა.

არქეოლოგიური კვლევის ანგარიშში, რომელსაც ხელს  გოდერძი და დიმიტრი ნარიმანიშვილები აწერენ, ვკითხულობთ:

„დაშ-ბაშის კანიონი წარმოადგენს ბუნების ძეგლს. ბუნების ძეგლი არის დაცული ტერიტორიის ერთ-ერთი სახე, რომელსაც მინიჭებული აქვს სპეციალური სტატუსი… 2014 წლის მონაცემებით, საქართველოში 41 ბუნების ძეგლია. დაშ-ბაშის კანიონი ევროპის კანიონებს შორის ერთ-ერთი დიდი კანიონია.

თანამედროვე სოფ. დაშ-ბაში უძველესი ქართული სოფლის – თრიალეთის ახალქალაქის ტერიტორიაზეა გაშენებული. თრიალეთის ახალქალაქი მდებარეობდა მდ. ქციის მარჯვენა მხარეზე, სოფ. ეძანის აღმოსავლეთით, სოფ. ნადვალეთის ჩრდილოეთით. ახალქალაქის ქვევით ქციას ერთვის აბანოს ხევი. „თრიალეთის ახალქალაქი ფეოდალური საქართველოს მნიშვნელოვანი პუნქტი იყო.

თრიალეთის ახალქალაქი გაშენებული ყოფილა მდ. ქციის მარცხენა ნაპირზე, იქ, სადაც მდინარის მიერ წარმოქმნილი კანიონი ყველაზე ღრმაა. ამ ადგილზე აღმოსავლეთისაკენ მიმავალი მდინარე მკვეთრად სამხრეთისაკენ უხვევს და წარმოქმნილია ბუნებრივი კონცხი, რომელიც სამი მხრიდან კანიონის ფრიალო კედლებითაა შემოფარგლული.

XIX საუკუნის ბოლოს დაშ-ბაშში ორი ძველი ქართული ეკლესია იყო. სოფელთან მიახლოებისთანავე ჩანს მდ. ქციის ქარაფოვანი კლდის კიდეზე, დაბალ ბორცვზე აღმართული წმ. გიორგის ტაძარი.

…სოფელ დაშ-ბაშში,  მთის სამხრეთ ძირთან, სადაც ციკლოპური გალავნის ნანგრევებია, გვიანრომაული და სასანიდური პერიოდის სამაროვანზე 1936 წელს აღმოჩნდა  ადრებრინჯაოს ხანის (,,მტკვარ-არაქსის~ კულტურა) სოფ. დაშ-ბაშთან აღმოჩნდა აგრეთვე, ძვ.წ. V-IV სს-ის მცირე ზომის 3 ქვაყუთი.

მდ. ხრამის კანიონში მღვიმე-ქვაბთა კომპლექსებია გამართული. მღვიმე-ქვაბთა კომპლექსები გამოკვეთილია ქარაფოვან კლდეში.

…2019 წელს შპს „კაას ლენდის“ სამოქმედო ტერიტორიაზე, რომელიც სამ დამოუკიდებელ ფართობს მოიცავს და შესაბამისად, ისინი სამ არქეოლოგიურ უბანს მიეკუთვნა, საველე სამუშოები ჩატარდა და  ვიზუალურად იქნა დათვალიერებული სამშენებლოდ გამოყოფილი ტერიტორია.“

 

საველე სამუშაოებით აღნიშნულ ტერიტორიაზე არქეოლოგიური ობიექტი, ან რაიმე არქეოლოგიური ნაშთი არ იქნა აღმოჩენილი, თუმცა როგორც არქეოლოგიურ კვლევაშია ნათქვამი მდინარე ქციას მარჯვენა ნაპირზე, ხელოვნური ტერასებია გამართული, რაც ადამიანის სამეურნეო საქმიანობის დამადასტურებელია.

„უბანზე შესაძლებელია სამშენებლო სამუშაოების დაწყება. მშენებლობასთან დაკავშირებული მიწის სამუშაოების მიმდინარეობისას კი აუცილებელია არქეოლოგიური მონიტორინგი.

რეკომენდაცია: მიუხედავად იმისა, რომ არქეოლოგიური ნაშთები ზედაპირულად არ შეინიშნება, სასურველია სამშენებლოდ გათვალისწინებული მონაკვეთების არქეოლოგიური სადაზვერვო თხრილებით შემოწმება. ამით თავიდან იქნება აცილებული მშენებლობის პროცესში შესაძლო არქეოლოგიური ნაშთების გამოვლენით მოსალოდნელი შეფერხება,“ – ნათქვამია არქეოლოგიურ კვლევაში.

ასე და ამგვარად: დაშ-ბაშის კანიონზე „კასს ლენდი“ ტურისტულ ინფრასტრუქტურას ისე აშენებს, რომ ისტორიული ძეგლი არათუ ზიანდება, არამედ, მისი იერსახეც არ იცვლება, ანუ წარსული და აწმყო ერთმანეთს ერწყმის. ეს ჰარმონია კი ვიზიტორებისა და ტურისტებისთვის აქაურობას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის!

0
ნახვა წინა თვეში