როგორ შეუწყობს ხელს დაშბაშის კანიონის ინფრასტრუქტურა რეგიონის ეკონომიკურ აღმავლობას

რა სარგებლობა მოაქვს ინვესტიციას? – ამ კითხვაზე ერთ-ერთი პასუხი ისაა, რომ სამუშაო ადგილები იქმნება. ახალი სამუშაო ადგილები კი, თავისთავად ცხადია, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას აუმჯობესებს. „კასს ლენდის“ მილიონობით ინვესტიცია, რომელცი დაშ-ბაშის კანიონის ინფრასტრუქტურის მოწყობაში იდება ორმაგად მნიშვნელოვანია, რადგან რეგიონი, სადაც ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი კანონი მდებარეობს, ეკონომიკური სიმძლავრით მაინცდამაინც არ გამოირჩევა, ანუ ადგილობრივი მოსახლეობა, შეიძლება ითქვას, რომ საშუალოდ ცხოვრობს.

მართალია, „კასს ლენდის“ პროექტი ჯერ ექსპლუატაციის ეტაპზეა, მაგრამ პროექტში უკვე 500-მდე ადამიანია დასაქმებული. მას შემდეგ კი, რაც 400 კაცზე გათვლილი რესტორანი ამუშავდება, დასაქმებულთა რიცხვიც გაიზრდება.

სხვათა შორის, ყველა, ვინც ამ ეტპაზე „კასს ლენდში“ მუშაობს, ადგილობრივია.

„კასს ლენდის“ ინფრასტრუქტურის ნაწილი ზურმუხტის ქსელის საიტიდან 50-52 მეტრითაა მოშორები. გამონაკლისს მხოლოდ ე.წ. ბრილიანტის ხიდის აღმოსავლეთი საყრდენები და ასევე, 603-მეტრიანი ბილიკი წარმოადგენს, რომლის 325 მ სიგრძის ნაწილი კანიონის დასავლეთ ფერდობზე, ზურმუხტის ქსელის საიტის საზღვრებში გაივლის. მთელი დატვირთვით ამუშავდება და დაშ-ბაშის კანიონიც დღეში ათასობით ვიზიტორს მიიღებს.

სხვათა შორის, ამ ადგილებში სასმელი და ტექნიკური დანიშნულების წყლის მიწოდება რეგულარული არაა. ამიტომაც, „კასს ლენდის“ ინიციატივით, დაშ-ბაშის პროექტის ინფრასტრუქტურულ ზონაში წყალი რეზერვუარში შეგროვდება, საიდანაც მომხმარებელს გამწმენდის გავლით მიეწოდება.

ჩამდინარე, ანუ საკანალიზაციო წყლების გარემოში ჩაშვებაც მხოლოდ გაწმენდის შემდეგ მოხდება, რისთვისაც გამწმენდი ნაგებობა იქნება გამოყენებული.

სანამ დაშ-ბაშის კანიონზე შეფობას „კასს ლენდი“ აიღებდა, კანიონი საყოფაცხოვრებო და სხვა ნარჩენებით ბინძურდებოდა. ყველაფერი ეს კი ხანძრის რისკს ზრდიდა. დღეს კანიონის სანიტარული მდგომარეობა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ იდეალურია – ტერიტორია რეგულარულად სუფთავდება.

სხვათა შორის, მდინარე, სადაც ჩანჩქერები ჩაედინება, მანქანის საბურავებით ყოფიალ სავსე – ადგილობრივები, თურე, კანიონში საბურავებს ზემოდან ყრიდნენ. „კასს ლენდის“ თანამშრომლებმა მდინარე ნაგვისგან გაწმინდეს, თუმცა რამდენიმე საბურავი დატოვეს, რადგან იქ… კალმახები ცხოვრობენ…

რა ეკონომიკურ სარგებელს მოიტანს დაშ-ბაშის კანიონის ინფრასტრუქტურა, კერძოდ, ბილიკი და ხიდი?

ამ კითხვაზე „კასს ლენდში“ ასე პასუხობენ:

„დამთვალიერებლებს საშუალება მიეცემათ, დაინახონ კანიონი სხვა რაკურსით და ხედით უსაფრთხოთ დატკბნენ. გარდა ამისა, ხიდის

მშენებლობაზე 500 მდე ადამიანია დასაქმებული. გარდა ამისა, პროექტი ხელს უწყობს ადგილობრივი მცირე ბიზნესის განვითარებას. ამასთან,  პროექტით ხელს შეუწყობს ტურისტების მოზიდვას. შემოსული თანხის ნაწილი დაცული ტერიტორიის საჭიროებებს მოხმარდება. გადასახადების სახით შემოსული თანხა კი (საკუთრების გადასახადი) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შევა და სხვადასხვა პროექტისა თუ პროგრამის განხორციელებაზე დაიხარჯება.

სხვათა შორის, ვიზიტორების რაოდენობის ზრდა ბიძგს მისცემს ადგილობრივი მცირე ბიზნესის განვითარებას (მაგალითა, სუვენირების, ხელნაკეთი ნივთების წარმოება და ასე შემდეგ.)“

სხვათა შორის, დაშ-ბაშის კანიონის საინფორმაციო ცენტრში ტურისტებისა და ვიზიტორებისთვის  რეგიონის ღირსშესანიშნაობებზე საინფორმაციო მასალაა ხელმისაწვდომი. ეს კი იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ რეგიონისადმი ინტერესი იზრდება და ხელს უწყობს ტურიზმის, შესაბამისად, ეკონომიკურ განვითარებას.

ამასთან, ვიზიტორებს აქვე შეუძლიათ, ინფორმაცია საქართველოს დაცული ტერიტორიების შესახებაც მიიღონ და რეგიონისა და ზოგადად, საქართველოს მასშტაბით სხვა მარშრუტებიც აქვე დაგეგმონ…

ყოველივე ზემოთქმულის გარდა, „კასს ლენდის“ მასშტაბურ პროექტს ის უპირატესობაც აქვს, რომ ეკონომიკის აღორძინებას ხელს მხოლოდ წალკაში კი არა, არამედ,  მთელ რეგიონში შეუწყობს.

როგორ? – ამ კითხვაზე პასუხი არცთუ რთულია: სხვადასხვა სერვისის განსავითარებლად ინვესტიციები გმაიზრდება. აი, მაგალითად, შეიქმნება ე.წ. გიდების ცენტრი, სადაც არაერთი ადამიანი დასაქმდება.

ამასთან, ადგილობრივი მოსახლეობაც ნახავს ეკონომიკურ სარგებელს – მოგეხსენებათ, წალკაში მეცხოველეობაა და ასევე, მეფუტკრეობაა განვითარებული. შესაბამისად, ხალხი ყველსაც აკეთებს და თაფლსაც. ჰოდა, ტურისტებსა და ვიზიტორებში კი ნატურალური პროდუქტი დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ისე, ჩვენთვის რომ ვთქვათ, „კასს ლენდის“ მასშტაბური პროექტი ხელისუფლებისთვისაც მომგებიანია, რადგან კერძო მცირე თუ საშუალო ბიზნესის განვითარება და აღორძინება ავტომატურად ახალი სამშაო ადგილების შექმნას და მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ნიშნავს.

0
წინა თვის ნახვები